ხარისხიან განათლებასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლა-სამყაროს პრიორიტეტული მიმართულებაა

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, დაეუფლონ სასროლო სპორტის ერთ-ერთ უძველეს სახეობას! მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებითა და მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი სიმონ ნოზაძის მხარდაჭერით, სოფელ პატარა ქანდის ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება შეუერთდნენ მშვილდოსნობის კლუბს, რომელსაც ხელმძღვანელობს ფედერაციის TOP მწვრთნელი – ეკა აბაიშვილი.

პატარა ქანდაში მშვილდოსნობის კლუბის მხარდამჭერი გახლავთ ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი. პატარა ქანდის სასკოლო საზოგადოების სახელით მადლობა ბატონ ვაჟას მოსწავლეთა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.