ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოინახულეს ვაჟა-ფშაველას მუზეუმი, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

მოსწავლეებს მინი-ლექცია ჩაუტარა ბატონმა მამუკა ჭანტურიამ, მან ბავშვებს გააცნო ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები;

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მწერლის ორიგინალი ხელნაწერები და მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ფერწერული ტილოები.