შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში(ვაჟთა შორის).ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თამაშები და ფინალში გამოვლინდა 3 გამარჯვებული კლასი. ჩემპიონატის ბოლოს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.უახლოეს პერიოდში დაიგეგმა საფეხბურთო ჩემპიონატი გოგონათა შორის.