Blog

დედაენის დღე – ,,სკოლა სამყაროში”

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა ! ერთ-ერთი ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. პატარებმა სიამაყით წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და პატივი მიაგეს ჩვენს მშობლიურ ენას.

ილიას სიტყვები სკოლა-სამყაროს კედლებში

დღევანდელი დღე სკოლა-სამყაროში განსაკუთრებულად დაიწყო. ბავშვებს სკოლის სივრცეში დახვდათ განთავსებული ბანერები ილიას სიტყვებით, რომლებიც მუდამ შეახსენებს, თუ რას ნიშნავს ენა ჩვენი კულტურისთვის, ტრადიციებისთვისა და იდენტობისთვის, რომ მისი სიდიადის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გილოცავთ დედა ენის დღეს! მადლობა იდეის ავტორს, რომელიც სრულად წაკითხვა …

“კინო სამყაროში”

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო კინოკლუბმა – “კინო სამყაროში”. კინოკლუბის მიზნებია: სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; კლასიკური ფილმების ნახვა და განხილვა; მოსწავლეების გარკვევა კინოინდუსტრიაში; კრიტიკული აზროვნების განვითარება; ემპათიისა და სოციალური უნარების განვითარება; შემოქმედებითი უნარების განვითარება; სოციალური ჩართულობა და გუნდური მუშაობა; მოსწავლეებმა სრულად წაკითხვა …

ლექციათა ციკლი – “საქართველო და მსოფლიო შუა საუკუნეებში”

სკოლა-სამყაროში ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობით დაიწყო ლექციათა ციკლი – “საქართველო და მსოფლიო შუა საუკუნეებში”. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაესწრონ ლექციას ყოველ ოთხშაბათს. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო “ დიპლომატია და ეტიკეტი XI-XII საუკუნის საქართველოში”.

საბჭოთა რეპრესიების თემატიკა

სკოლა-სამყაროში თებერვლის ბოლო კვირა საბჭოთა რეპრესიების თემატიკით იყო დატვირთული.მოსწავლეებმა ქართულისა და ისტორიის კათედრათა ხელმძღვანელობით იმუშავეს მოხსენებებზე: “25 თებერვალი, რეპრესიები და მწერალთა ხმა”წარმოდგენილმა მოხსენებებმა სხვადასხვა ასპექტი მოიცვა: *რეპრესიების მიზეზები და მასშტაბები; *რეპრესიების მსხვერპლთა ბედი; *რეპრესირებული მწერლები; *საბჭოთა რეპრესიების კვალი ლიტერატურაზე;

სტუმრად სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯში

პროფესიული თვითგამორკვევა არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი აანალიზებს საკუთარ თავს, ინტერესებს, უნარებსა და ღირებულებებს, რათა შეარჩიოს მისთვის შესაფერისი პროფესია. მოსწავლეთა ცხოვრებაში ამ ეტაპის გასამარტივებლად სკოლა-სამყაროს მოსწავლეებმა წამოიწყეს პროექტი- “პროფესიული თვითგამორკვევა. პროექტის სრულად წაკითხვა …

“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”!

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ საერთო სლოგანის გარშემო “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”! და შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. ბავშვებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან მიღებული ემოციები გაუზიარეს ერთმანეთს, რითაც აიმაღლეს თვითგამოხატვის უნარი და წიგნების სიყვარული, აჩვენეს, რომ სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ სრულად წაკითხვა …

სკოლა-სამყარო ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ხვდება

ბავშვებმა საახალწლო ზეიმი ნამდვილ ზღაპრად აქციეს. თავიანთი შემოქმედებითობითა და ენთუზიაზმით შექმნეს უნიკალური ატმოსფერო, რომელიც ყველას გულს ახარებდა. ჩვენ კი კიდევ ერთხელ გილოცავთ ! გისურვებთ, რომ მომავალი წელი იყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიმშვიდისა და წარმატების მომტანი!

სკოლა სამყაროს პირველი ოქროს მედალი

გვინდა სიხარულუთ გამცნოთ, რომ სკოლის უახლეს ისტორიაში, საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის პირველი ოქროს მედალოსანი მოსწავლე – ეკატერინე სარიშვილი დავაჯილდოვეთ. შრომა, ცოდნისადმი სიყვარული და დაუღალავი მონდომება განსაკუთრებულად დაფასდა და ყველასთვის ნათელი მაგალითი გახდა. ეკატერინეს წარმატება მიულოცა და განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა სრულად წაკითხვა …

”მოგზაურთა კლუბი” – საქართველოს დასალაშქრად

სკოლა სამყაროს მოგზაურობის მოყვარული მოსწავლეები გაერთიანდნენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს სტუმრობენ. “მოგზაურთა კლუბი” მიზნად ისახავს სამშობლოს შეცნობას, პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდას. ჰყავს ფინანსური მხარდამჭერი, რომელიც სრულად ფარავს მოსწავლეების ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს. გიზიარებთ “მოგზაურთა კლუბის” ფოტოებს სიღნაღსა სრულად წაკითხვა …