დედამიწა ჩვენი სახლია

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება „დედამიწა ჩვენი სახლია“. ამასთანავე, ნარგავებით განახლდა სკოლის მწვანე საფარი. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა.

სკოლაში ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში იგეგმება ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩასატარებელი პროექტი. პროექტისათვის მოსამზადებლად მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესგ-თი განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. პრეზენტატორებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ რას მოიცავს თითოეული მათგანი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს მათთვის საინტერესო მიმართულება.

ენა ბურჯია ერისა

პატარა ქანდის საჯარო სკოლამ გამართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც II, IV და V კლასის მოსწავლეებმა გამართეს სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება.

აქცია ,,ბავშვები ბავშვებისათვის”

პატარა ქანდის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის ხელშეწყობით  სკოლაში მოეწყო  უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი  აქცია  ,,ბავშვები ბავშვებისათვის“. აქციის ფარგლებში შეგროვდა თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენური და პირველადი  მოხმარების ნივთები, ასევე, საკვები პროდუქტი. აქციის მონაწილეებმა ამ ქმედებით  თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ.

,,გალაკტიონი 130″

    სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-11 კლასელებმა გამართეს. ღონისძიება  ,,გალაკტიონი 130″  აერთიანებდა პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, სიყვარულსა და მოგონებებს, რომლებიც უფრო ახლოს გვაცნობდნენ გალაკტიონს.    ,, გალაკტიონი სულ იყო. სრულად წაკითხვა …