მასტერკლასი 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის

პატარა ქანდის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია გოგიჩაიშვილმა, პრეზენტაციული და ისტ-ის უნარების გაუმჯობესების მიზნით, გამართა მორიგი არაფორმარული შეხვედრა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მათ ისაუბრეს 21-ე საუკუნის სხვა საჭირო უნარებზეც, მიმოიხილეს საპრეზენტაციო პროგრამა Ms. Microsoft Power Point-ის ინსტრუმენტები. მოსწავლეებმა აგრეთვე მოისმინეს სრულად წაკითხვა …

ახალი სასწავლო წელი პატარა ქანდის საჯარო სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში 2022-23 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა! გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და აღიმართა დროშა. წარჩინებულ , წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის საპატიო სტუმარი, ,,ლილო მოლის” გენერალური დირექტორი, გია კვარაცხელია. მან, ,,ლილო მოლის” სახელით, თითოეულ პირველკლასელს სრულად წაკითხვა …

სკოლის წარმატებული მოსწავლე

პატარა ქანდის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, ეკა სარიშვილს, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გადასცა პორტაბელური კომპიუტერი (ლეპტოპი). პატარა ქანდის საჯარო სკოლა წინსვლასა და წარმატებას უსურვებს ჩვენს საამაყო მოსწავლეს.

ქალაქ მცხეთაში გამართული სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა

ქალაქ მცხეთაში გაიმართა სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა სხვადასხვა სპორტის სახეობის გუნდებს შორის. პირველი ადგილი დაიკავა პატარა ქანდის კარატისტთა გუნდმა: ანი ბერინაშვილი, გიორგი ქერდიკაშვილი, საბა მანქანაშვილი, გიორგი კალატოზიშვილი (მწვრთნელი როსტომ გელაშვილი). ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ანი ბერინაშვილი, რომელიც დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით.

საერთაშორისო ტურნირი TBILISI GRAND PRIX KARATE

4-5 ივნისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში TBILISI GRAND PRIX KARATE, რომელშიც 16 ქვეყანა იყო ჩართული.   ტურნირში მონაწილეობდნენ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ილია ხულელიძე, ნიკოლოზ სალთხუციშვილი, ნიკა ყალიონაშვილი, გიორგი ქერდიკაშვილი და ანი ბერინაშვილი. საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა მე-9 სრულად წაკითხვა …

„შუა საუკუნეების ზღაპარი“

  პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, მეგი ბიჭიაშვილის, ხელმძღვანელობითა და მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „შუა საუკუნეების ზღაპარი“. თეატრალური წარმოდგენის მიზანი იყო მოსწავლეებში შუა საუკუნეების საზოგადოების წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების უკეთ გაცნობიერება და მათი თანამედროვე ყოფასთან შედარება.

მემორანდუმი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმთან

28 მაისს გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს პატარა ქანდის საჯარო სკოლასა და ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს შორის. მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება. ასევე, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, სულიერი და მატერიალური ფასეულობების შენახვა და დაცვა, საზოგადოებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობა. სრულად წაკითხვა …

ისტორიული დღე პატარა ქანდის საჯარო სკოლაში

ჩვენი სკოლისთვის  28 მაისი ისტორიული დღე იყო. საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმადაც, ქველმოქმედმა ბიზნესმენმა ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა, როგორც მას ელდარ ნადირაძემ უწოდა,  ,,კაცი სიკეთის გამცემი და სამაგიეროს არ მომკითხავი“,  სკოლას საკუთრებაში გადასცა ახალი შენობა. ეს ფაქტი იყო სრულად წაკითხვა …

,, ტვინების ბრძოლა” სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში ,,ტვინების ბრძოლა”. გამარჯვებულ გუნდს brain-ისგან გადაეცემა ,,გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი მიენიჭებათ ,,ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით.

სტუმრად სპარინგ სემინარზე

კვირას, 8 მაისს, კარატეში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონმა და კარატეს ფედერაციაში (WKF) მსოფლიო რეიტინგით ნომერ პირველმა გოგიტა არქანიამ, ქალაქ მცხეთაში,  ჩაატარა სპარინგ სემინარი, რომლის ფარგლებშიც თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა ახალგაზრდა სპორტსმენებს. სემინარს ესწრებოდნენ სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სრულად წაკითხვა …