ქანდის საჯარო სკოლა საშობაო ზღაპარში!

ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ არაფორმალური განათლების მიღებას. V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერის პრემიერაზე. აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა ემოციებით დატოვეს დარბაზი და დაგეგმეს მომდევნო აქტივობა. ორშაბათს ისინი წარმოადგენენ საკუთარ, წერილობით, შთაბეჭდილებას სპექტაკლთან დაკავშირებით. სრულად წაკითხვა …

მხატვრები სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლას ეწვივნენ სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტები, მხატვრები, ხვიჩა წენგუაშვილი და საბა მერებაშვილი. სტუმრებმა II-V კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს მასტერკლასი ხატვაში საახალწლო თემატიკაზე; შეხვედრის განმავლობაში შეიქმნა საერთო ნამუშევარი “სიცოცხლის ხე”; სახატავ მასალად გამოიყენეს მრავალფეროვანი რესურსი და შერეული ტექნიკა. მოსწავლეთა ინტერესებიდან სრულად წაკითხვა …

პროფესიის არჩევის შესაძლებლობები

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – როგორ ავირჩიოთ პროფესია? მომხსენებელმა ისაუბრა პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და რისკებზე; შეხვედრას ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები და სტუმართან ერთად აქტიურად განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს თემის ირგვლივ. ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სრულად წაკითხვა …

საინფორმაციო შეხვედრა

შეხვედრის ფარგლებში ევროპის უდიდესი სტუდენტურ-მოხალისეობრივი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლებმა – ESN Georgia-ს პრეზიდენტმა მარიამ დანგაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა თათია რუსიშვილმა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია ერასმუსის პროგრამის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება მიზნად სრულად წაკითხვა …

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი მკლავჭიდში. მოსწავლეები ასპარეზობდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. 40-45 კგ.: I ადგილი – ილია ხულელიძე 50-55 კგ: I ადგილი – ნიკა ხუციშვილი 55-60კგ.: I ადგილი – მათე ხადური 60-65 კგ.: I ადგილი – ანრი სრულად წაკითხვა …

ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები

28 ნოემბერს პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები. ლექცია გაიმართა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი. ბატონმა ოქტაიმ მოსწავლეებს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მირზა ფათალი ახუნდზადეს საკუთარი სრულად წაკითხვა …

ღია ტურნირი კარატეში

27 ნოემბერს ქალაქ კასპში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, სადაც პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრა ბერინაშვილმა 13 წლის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა პირველი საპრიზო ადგილი; ანი ბერინაშვილმა, 14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი. გიორგი ქერდიკაშვილმა 14 -15 სრულად წაკითხვა …

სტუმრად მშობლიურ სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტ ანი პაპაშვილთან. ანი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს  ესაუბრა პროფესიული ორიენტაციის საკითხებზე, არაფორმალურ განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია განხილულ თემებზე. მოსწავლეებმა სრულად წაკითხვა …

ბიბლიოთეკის სამკითხველო

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში  ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, იმუშაონ სასკოლო პროექტებზე, მოაწყონ დისკუსიები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ საკლასო აქტივობები, უყურონ ფილმებს. ბიბლიოთეკის შესასვლელში მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბიბლიოთეკით სარგებლობის სრულად წაკითხვა …

ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეული

“UNITE! Activism to end violence against women and girls”. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლა უერთდება როგორც 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, ასევე აღნიშნავს სკოლაში ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  დღეს. დაიწყო პროექტის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებში სრულად წაკითხვა …