ქართული ენის დღე – 14 აპრილი

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, და შეასრულეს სიმღერები. ამ ღონისძიებაზე შედგა ორი სიმღერის პრემიერა, რომელიც ქართულ ენას მიეძღვნა.

“ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ახალგაზრდული განვითარების ცენტრში. ისინი რეგიონალურ ტურში შეუერთდნენ კონკურსს “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას.

სსიპ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი თავისუფალ უნივერსიტეტში

პატარა ქანდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი, მათ შორის კულინარიის აკადემია და უნივერსიტეტის მუზეუმი. მოსწავლეებს სპეციალურ პრეზენტაციაზე გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები და გაუზიარეს წარმატებული სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ SANGU-ში მიმდინარე პროექტს „აღმოაჩინე შენი პროფესია“

23 მარტს, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოფი თემაზე: „გაეროს მოდელირება“, რომელიც წარმართა კონფლიქტოლოგმა თამარ თოლორდავამ. ვორქშოფის მსვლელობის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალური პროცესის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და სრულად წაკითხვა …

მცხეთის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში 44 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი თოლიაშვილი, პორტატული პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების ახალი და განსხვავებული მეთოდების დანერგვა. ამჯერად VII კლასში გაკვეთილი ჩატარდა ჰარკნესის მეთოდით, რაც გულისხმობს დისკუსიით სწავლებას მრგვალი მაგიდის ირგვლივ.

განმავითარებელი შეფასება

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განმავითარებელი შეფასების დანერგვა დასახელდა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სემინარები თემაზე: “განმავითარებელი შეფასება”. შეხვედრებს უძღვება ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბატონი სერგო დურგლიშვილი.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით

ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 12 პროექტს, მათ შორის პატარა ქანდის საჯარო სკოლის პროექტს “ბიბლიოთეკის ახალი სიცოცხლე”.

“წერილი ადამიანს”

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება და შექმნილი პროდუქტები წარმოადგინეს მცირე აუდიტორიის წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ V და VIII კლასელები. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დამატებითი შეკითხვები დაესვათ მეექვსე კლასელებისთვის და წარმოედგინათ პირადი შთაბეჭდილება წერილების შესახებ.