ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები

28 ნოემბერს პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი მახასიათებლები. ლექცია გაიმართა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი. ბატონმა ოქტაიმ მოსწავლეებს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მირზა ფათალი ახუნდზადეს საკუთარი სრულად წაკითხვა …

ღია ტურნირი კარატეში

27 ნოემბერს ქალაქ კასპში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, სადაც პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრა ბერინაშვილმა 13 წლის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა პირველი საპრიზო ადგილი; ანი ბერინაშვილმა, 14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი. გიორგი ქერდიკაშვილმა 14 -15 სრულად წაკითხვა …

სტუმრად მშობლიურ სკოლაში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტ ანი პაპაშვილთან. ანი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს  ესაუბრა პროფესიული ორიენტაციის საკითხებზე, არაფორმალურ განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია განხილულ თემებზე. მოსწავლეებმა სრულად წაკითხვა …

ბიბლიოთეკის სამკითხველო

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში  ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, იმუშაონ სასკოლო პროექტებზე, მოაწყონ დისკუსიები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ საკლასო აქტივობები, უყურონ ფილმებს. ბიბლიოთეკის შესასვლელში მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბიბლიოთეკით სარგებლობის სრულად წაკითხვა …

ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეული

“UNITE! Activism to end violence against women and girls”. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლა უერთდება როგორც 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, ასევე აღნიშნავს სკოლაში ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  დღეს. დაიწყო პროექტის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებში სრულად წაკითხვა …

ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოინახულეს ვაჟა-ფშაველას მუზეუმი, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. მოსწავლეებს მინი-ლექცია ჩაუტარა ბატონმა მამუკა ჭანტურიამ, მან ბავშვებს გააცნო ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები; მოსწავლეებმა დაათვალიერეს მწერლის ორიგინალი ხელნაწერები და სრულად წაკითხვა …

სტუმრად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში

  პატარა ქანდის საჯარო სკოლის  VIII კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს. სკოლასა და მუზეუმს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მუზეუმმა უსასყიდლოდ უმასპინძლა მოსწავლეებს. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოინახულეს წმ.ილია მართლის ტაძარი საგურამოში და შიომღვიმის მონასტერი.   გასვლითი ღონისძიება სრულად წაკითხვა …

ექსკურსია ვარიანში

8 ოქტომბერს  პატარა ქანდის საჯარო სკოლის II-III კლასის მოსწავლეები ეწვივნენ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს ვარიანში. დიდი ინტერესით მოისმინეს მწერლის ბიოგრაფია და დაათვალიერეს მისი ნივთები. მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს გორის ციხე, ატენის დედათა მონასტერი, სამთავისის ეკლესია. გასვლითი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი თითოეული მოსწავლისთვის.

შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში(ვაჟთა შორის).ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თამაშები და ფინალში გამოვლინდა 3 გამარჯვებული კლასი. ჩემპიონატის ბოლოს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.უახლოეს პერიოდში დაიგეგმა საფეხბურთო ჩემპიონატი გოგონათა შორის.

შემოდგომა კახეთში

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში ეწვივნენ კახეთს, თელავის მუნიციპალიტეტს. მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მოისმინეს მისი ბიოგრაფია და დაათვალიერეს კინოთეკა, რომელშიც ინახება საქართველოში ევროპული წესით პირველად დაყენებული ღვინო. მოილოცეს ძველი და ახალი სრულად წაკითხვა …