სკოლა სამყაროს მოგზაურობის მოყვარული მოსწავლეები გაერთიანდნენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს სტუმრობენ. “მოგზაურთა კლუბი” მიზნად ისახავს სამშობლოს შეცნობას, პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდას. ჰყავს ფინანსური მხარდამჭერი, რომელიც სრულად ფარავს მოსწავლეების ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს. გიზიარებთ “მოგზაურთა კლუბის” ფოტოებს სიღნაღსა სრულად წაკითხვა …
ავტორი: post
ხარისხიან განათლებასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლა-სამყაროს პრიორიტეტული მიმართულებაა
სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, დაეუფლონ სასროლო სპორტის ერთ-ერთ უძველეს სახეობას! მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებითა და მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი სიმონ ნოზაძის მხარდაჭერით, სოფელ პატარა ქანდის ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება შეუერთდნენ მშვილდოსნობის კლუბს, რომელსაც ხელმძღვანელობს ფედერაციის TOP მწვრთნელი – ეკა სრულად წაკითხვა …
თვითმმართველობის არჩევნები
სკოლა- სამყაროში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთაც თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა. საგულისხმოა, რომ სკოლა- სამყაროში ბავშვები დემოკრატიული ღირებულებებით იზრდებიან, შესაბამისად, მოსწავლეები თვითმმართველობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. სკოლა-სამყარო მადლობას უხდის მცხეთის საარჩევნო სრულად წაკითხვა …
სკოლა – სამყაროში თავგადასავლებით სავსე ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ჩვენს სკოლაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის შემომწირველი ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი სიმონ ნოზაძე. ბატონმა სიმონმა დასამახსოვრებელი გახადა სკოლა-სამყაროს პირველი სასწავლო დღე და ბატონი ვაჟას სახელით პირველკლასელები დაასაჩუქრა ჩანთებითა და სასკოლო ნივთებით. სკოლა-სამყარო სრულად წაკითხვა …
წარმატებული მოსწავლეები
პატარა ქანდის საჯარო სკოლა სიამაყით და სიხარულით გამცნობთ, რომ 28 მაისს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი “ნახატები ბიბლიურ თემებზე”; პატარა ქანდის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, მზიკო ვარძიაშვილი,ნინი პარკაული სრულად წაკითხვა …
სტუმრად მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში
სსიპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები თიანეთში მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სწორედ ამ ზღაპრულ გარემოში გაიმართა შემოქმედებითი წერის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება სპეციალური სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით. დაჯილდოების ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი “სამყარო”; სრულად წაკითხვა …
გაიცანით სკოლა-სამყაროელი ჩემპიონები ჭადრაკში
შიდასასკოლო ჩემპიონატი მკლავჭიდში
23 აპრილი – წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე
ამ დღეს სკოლა-სამყაროში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს წიგნები და ერთმანეთს აჩუქეს
სკოლა-სამყაროში სახელმწიფო ენის კვირეული დაიწყო
ქართული მარტო ენაა?! – ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! – იმოდენაა!